რეზონანსი
09.12.2022

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ამ ზამთარს უკრაინა მუდმივად იცხოვრებს ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში.

დენის შმიგალის თქმით, ახლა ქვეყნის ენერგოსისტემაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი კვლავ რჩება.

„დაზიანებულია ქვეყანაში არსებული ყველა თბოსადგური და ჰიდროელექტროსადგური. სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია მაღალი ძაბვის ქსელის 40%. ამიტომ რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები კვლავ მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი ღონისძიებაა ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დაბალანსებული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ჩვენ ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში ვიცხოვრებთ. ამიტომ სახელმწიფო და მთავრობა სისტემატიზაციას უწევენ პროცესს, თუ ვინ მიიღებს ელექტროენერგიას პირველ რიგში", - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×