რეზონანსი
09.12.2022

"თუ შენი ოპონენტი საკუთარ თავს აღარ თვლის შენს თანამემამულედ, ხოლო "ქართული მენტალობის" მთავარ ატრიბუტად დედის გინებაღა აქვს შენარჩუნებული - მასთან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, სამწუხაროდ, არც შენ გრჩება" - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მამუკა მდინარაძის მისამართის განხორციელებულ პროვოკაციას.

როგორც ქართველიშვილი წერს, ნაცსექტანტებთან 20-წლიანმა ურთიერთობამ ალბათ დაგვარწმუნა, რომ მათთან აკადემიურ, "კლასიკურ" ქართულ ენაზე საუბარს აზრი არა აქვს.

"ნაცსექტანტებთან 20 წლიანმა ურთიერთობამ ალბათ დაგვარწმუნა, რომ მათთან აკადემიურ, "კლასიკურ" ქართულ ენაზე საუბარს აზრი არა აქვს. თავიდან კი ცდილობ, მაგრამ შუა საუბარში ხვდები, რომ რაღაც არ გამოგდის - ოპონენტს შენი ქართული არ ესმის და ძალაუნებურად გადადიხარ მის მიერ შენს თავს მოხვეულ და მისთვის გასაგებ ენაზე. და ამაში არანაირი თმენის თუ შენი შელახული ღირსების და თავმოყვარეობის სხვა ხერხით დაცვის ვალდებულებას - შენივე ოპონენტი არ გიტოვებს.

გუშინ უკრაინაში მებრძოლის გინება გვესმოდა არა მხოლოდ მამუკა მდინარაძის, ბიძინა ივანიშვილისა თუ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით - ტიპმა ყველა ჩვენგანს გვაგინა. და მამუკა მდინარაძემ ყველა ჩვენგანის ღირსება დაიცვა და ჩვენი სახელით "საკურთხი" უკან დაუბრუნა. მე დარწმუნებული ვარ, რამდენად მიუღებელია მამუკა მდინარაძისთვის ლინგვისტური ურთიერთობის ეს ფორმა, რამდენად არ ახასიათებს ის მას - მაგრამ სხვა ენა მათ არ ესმის.

საქართველოში ყველა თაობის ოჯახს ჰყავდა მეომარი - არა მგონია "დედის გინება" მათი ვაჟკაცობის თუ საბრძოლო უნარჩვევების მკვებავი ძალა ყოფილიყო არა თუ შენი გადამთიელი მოწინააღმდეგის, არამედ თანამემამულის მისამართით. მაგრამ, თუ შენი ოპონენტი საკუთარ თავს აღარ თვლის შენს თანამემამულედ, ხოლო "ქართული მენტალობის" მთავარ ატრიბუტად დედის გინებაღა აქვს შენარჩუნებული - მასთან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, სამწუხაროდ, არც შენ გრჩება..." - წერს ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×