რეზონანსი
09.12.2022

გაერთიანებულმა სამეფომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30 კორუმპირებულ პოლიტიკურ ფიგურას, ადამიანის უფლებების დამრღვევებს და კონფლიქტებთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავე პირებს სანქციები დაუწესა, - ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სასანქციო სიაში რუსეთის ძალოვანი და სამხედრო სტრუქტურების 5 თანამშრომელიც მოხვდა.

კერძოდ, შემაკავებელი ზომები დააწესეს ვალენტინ ოპარინის მიმართ, რომელიც არის იუსტიციის მაიორი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი. ასევე, სანქციები დაუწესდა როსტოვის ოლქის პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოლეგ ტკაჩენკოს. ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი ხელს უშლიდნენ წამების შესახებ საჩივრების შეტანას და ტკაჩენკომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად წამება გამოიყენა.

სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი ოკუპირებულ ყირიმში ანდრეი ტიშენინი და უფროსი დეტექტივი ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე არტურ შამბაზოვი. მათ 2015 წელს აწამეს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო.

სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის არმიის პოლკოვნიკს, 90-ე სატანკო დივიზიის მეთაურს, რამილ იბატულინს. აღნიშნული სატანკო დივიზია უკრაინაში რუსეთის უკანონო სრულმასშტაბიანი უკანონო შეჭრის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×