რეზონანსი
09.12.2022

მხოლოდ კანონიდან ამონარიდებისა და ციტატების დასურათებით ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიციის ბუნება დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და ფაქტობრივად, სიძულვილის ტირაჟირების ამარა არიან დარჩენილები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან ცხადია, კანონის განმარტებასთან ერთად მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ამაზე აქცენტის გაკეთება არ უნდოდათ და მხოლოდ კანონიდან ამონარიდებისა და ციტატების დასურათებით, ოპონენტის სახეებით სცადეს სიძულვილის კამპანიის წარმოება. აქედანაც ჩანს, რომ მათი რეალური ბუნება დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და ფაქტობრივად, სიძულვილის ტირაჟირების ამარა არიან დარჩენილები", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტეს კანონმდებლობა და სიცრუე უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ხელისუფლება უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება. უმრავლესობა ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ოპონენტებს ამ თემის გარშემო არგუმენტები ამოეწურათ, ოპოზიცია შეტევაზე გადავიდა და მორიგ პროვოკაციას მიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×