რეზონანსი
08.12.2022

ფაქტია, რომ რევოლუცია არ შედგა, რევოლუციის ლიდერი სააკაშვილი ვერ გახდა, ფაქტია, რომ საავადმყოფოში იმყოფება, მაგრამ არ არის ფაქტი, რომ საქართველოს ჯანდაცვას არ გააჩნია რესურსი მისი მკურნალობისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, "შესაძლოა, ფაქტია ისიც, რომ გარემო პირობები მისი ფსიქიკური მდგომარეობისთვის მართლაც შეუსაბამოა."

ის ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური განცხადებები, რომელიც პრემიერ- მინისტრმა გააკეთა, ერთგვარი დირექტივაა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლომ.

„ვცხოვრობდით ეგეთ რეალობაში, როცა სასამართლო იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რასაც სააკაშვილი ან მისი დავალებით ნებისმიერი სხვა კარნახობდა. მოსამართლეს არანაირი ვალდებულება არ აქვს და ყველანაირი მექანიზმი გააჩნია, რომ დამოუკიდებელი და პრინციპული იყოს. კიდევ გააჩნია მორალური ვალდებულება ისტორიის წინაშე, რომლის გარკვეულ პერიოდში უნდა იცოცხლოს, გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ასე რომ მოსამართლე მხოლოდ კანონით იხელმძღვანელებს და მეტი სხვა არაფერი არ გააჩნია არავის წინაშე, არც პრემიერის და არც პოლიტიკური ხელმძღვანელობის.

ადამიანის მდგომარეობას რასაკვირველია უფალი განაგებს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, რომ სააკაშვილი უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დაცვით. ადამიანი ერთი წლის განმავლობაში მუდმივად თვითდაზიანებას იყენებს და ყველა ადვილად შეამჩნევდით, რომ პოლიტიკური ლიდერები, თავის მოკავშირეები მუდმივად მოუწოდებდნენ შიმშილობისკენ და უფრო მეტიც, შიმშილობის შეწყვეტა დაუსახელეს როგორც ღალატი იმ იდეისა, რომელიც მათ გააჩნდათ, ეს იყო რევოლუციის იდეა, არაერთხელ მოუწოდეს ჩამოსულიყო და ჩასდგომოდა რევოლუციას სათავეში, ახლაც არაერთხელ მოუწოდებენ, რომ თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს. სააკაშვილის ფაქტორი მათი სტრატეგიული გეგმის განვითარების შემადგენელი მთავარი ნაწილია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×