რეზონანსი
08.12.2022

სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს საუბარია, რომ 2023 წელს ჩვენ დამატებით 200 ერთეული თვრამეტ მეტრიანი ავტობუსის შეძენას განვახორციელებთ. სატრანსპორტო პოლიტიკასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

მისი თქით, წელს დაანონსებულია წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია.

„ჩვენ არაერთი ძირითადი გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. გამზირების რეაბილიტაცია არ იგულისხმება სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა მოეწყოს იმგვარად, რომ ის ძირითადი დერეფანი შეიქმნას ქალაქში, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. საუბარია ასევე იმ კომუნიკაციებზე, რომლებიც ათწლეულებია მათი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. წელს დაანონსებულია წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წელს და წინასაარჩევნოდ იყო მერის ინიციატივა, წელს ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან წარმატებული სამი კონკრეტული ქეისი, რომლის შესაბამისადაც ჩვენ ვახორციელებთ ამ პროექტებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისტორიული არეალების და ძეგლებისა რეაბილიტაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 500 მილიონი ლარია. დაახლოებით ერთი მესამედი ეს გახლავთ ბიუჯეტის თანხა, რომელიც მოხმარდება სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ესეც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არცერთი უსახლკარო ოთხი წლის განმავლობაში. 400 ოჯახი უკვე იყო რეგისტრირებული ამ წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი ასახულია ბიუჯეტში. 2 კვირის განმავლობაში ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა ცვლილება განვახორციელოთ, ვიმსჯელოთ და გარკვეული კორექტირებები შევიტანოთ თუ ასეთი იქნება ჩვენი კოლეგების მხრიდან. ეს იქნება განხილული როგორც კომისიებში, ისე ფრაქციებში", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×