რეზონანსი
08.12.2022

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჩვენზე ყველა პარამეტრით გაცილებით ძლიერი ქვეყნების ლიდერები, მაგალითად აშშ-ის და ბრიტანეთის, ემიჯნებიან კონკრეტული მკაფიო განცხადებებით მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ქვეყნები, რომლებიც სამხედრო შეიარაღებით დახმარებას უწევენ უკრაინას, ემიჯნებიან მოხალისეების გაგზავნას.  

მისი თქმით, არსებობს მეორე, ძალიან დიდი პრობლემა, მათ არავინ უხსნის, რომ  ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას.

"მიმოწერაში ვნახე, ყველაზე დიდი პრობლემა ერთ-ერთი მათ შორის იყო რა, არავინ უხსნის, მეორე მხარე, ვინც ეპატიჟება და მერე 45 000 გრივნაზე და ასეთ თემებზე ელაპარაკება, ქართული კანონმდებლობა და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა, ევროპული კანონმდებლობა ასეა და არ მგონია გამონაკლისი იყოს რომელიმე სახელმწიფო, ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის ჯარში, მის რიგებში ჩაირიცხები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას. ანუ, თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ. ამას არავინ უხსნის და შეიძლება ის ადამიანები, ინფორმაციაც ხომ უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა, ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ, იქნებ ჩემი ეს გამოსვლა ამაში წაადგეთ, რომ უნდა იცოდნენ, რაღაც გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას იმ შემთხვევაში, თუ როგორც ის ადამიანი იწერება, ირიცხებიან სხვა ქვეყნის ჯარებში, მაგრამ ეს შეიძლება მართალიც არიყოს, შეიძლება საერთოდ არ ირიცხებოდნენ და ა.შ.

ჩვენზე ყველა პარამეტრით გაცილებით ძლიერი ქვეყნების ლიდერები - აშშ-ის, ბრიტანეთის, ემიჯნებიან კონკრეტული მკაფიო განცხადებებით მოხალისეების გაგზავნას. საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც სამხედრო შეიარაღებით დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ქვეყნები ემიჯნებიან მოხალისეების გაგზავნას. მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციაა, ვინც ახალისებს მოხალისეობას უკრაინის ომთან დაკავშირებით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×