რეზონანსი
07.12.2022

მოხარული ვართ, რომ საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ. მისასალმებელია, რომ ძალიან ბევრი სამუშაო მიმდინარეობს, რათა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, - ამის შესახებ ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, მარს დი ბარტოლომეომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და მან მიმართა საქართველოს, „მოდით, ეს გავაკეთოთ და გავაკეთოთ კარგად", რადგან თუ სამუშაო კარგად შესრულდება, შედეგიც იქნება ცხადი.

"უპირველეს ყოვლისა იმედი გვაქვს, რომ საქართველო გვიჭერს მხარს იმ კოშმარის დასრულებაში, რომელიც უკრაინაში ხდება.

ჩვენ ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი გვქონდა. მშურს ჩემი კოლეგის პარტიის სახელწოდების - „ქართული ოცნება". დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება" ნამდვილად არის ევროპული ოცნება და ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმ კოშმარზე, რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა გულითადი, მეგობრული საუბარი და ვაპირებთ ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და პირადად მინდა, დავამატო, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თითქმის მეზობელია, რადგანაც ის გერმანიაში სწავლობდა. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა და ახლა კიდევ უფრო დავახლოვდით.

ჩემი პირადი შეხედულებაა, თუ ქვეყანა ასრულებს ევროპული საზოგადოების მიერ დაწესებულ პირობებს, თუ ის არის თავისუფალი, და მე რეალურად იმედგაცრუებული ვიყავი, როგორ მოეპყრო ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას, მათ ევროკავშირის კანიდადატობისკენ და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მოდით, ეს გავაკეთოთ და გავაკეთოთ კარგად, თუ სამუშაო კარგად შესრულდება, შედეგიც ჩვენთვის იქნება ცხადი და მკაფიო", - განაცხადა ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×