რეზონანსი
07.12.2022

ხალექსანდრე რაქვიაშვილი გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას", „ლელოს" და „სტრატეგია აღმაშენებელს" საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან შეხვედრები ჰქონდათ. „გირჩის" წევრი უცნაურად მიიჩნევს იმას, რომ ასეთი შეხვედრები სამუშაო ჯგუფის ფორმატში არ იმართება.

„თავისთავად, მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ შეხვედრები იყოს და პარლამენტში ხალხი ერთმანეთს ხვდებოდეს. ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. უბრალოდ, უცნაური იყო, რომ იგივე თემაზე არსებობს საარჩევნო ჯგუფი, რომელშიც არ იღებენ მონაწილეობას და იგივე თემაზე „ქართულ ოცნებას" ხვდებიან, გადიან საკითხებს - რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და ჩვენთან არ ლაპარაკობენ. ეს იყო ცოტა გამაოგნებელია სიტუაციაში", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობის", „ლელოს" და „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან" საარჩევნო კოდექსზე ორი შეხვედრა გამართეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×