რეზონანსი
07.12.2022

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ომი უკრაინაში შეიძლება "გრძელვადიანი პროცესი" იყოს. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„რაც შეეხება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შედეგებს, რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესი შეიძლება იყოს. მაგრამ თქვენ შემდეგ ახსენეთ, რომ გაჩნდა ახალი ტერიტორიები. ეს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის, ეს სერიოზული საკითხია", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, 300 000 მობილიზებულიდან 150 000 "სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების" ზონაში იმყოფება, მათგან 77 000 - უშუალოდ საბრძოლო ქვედანაყოფებში, დანარჩენები კი ტერიტორიული თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ.

"მობილიზებული მოქალაქეების ნახევარი საერთოდ არ არის [ფრონტის] დაჯგუფებაში, ისინი ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებსა და სასწავლო ცენტრებში იმყოფებიან, სადაც დამატებით წვრთნას გადიან... ეს ეგრეთ წოდებული საბრძოლო რეზერვია", - დასძინა პუტინმა.

მისი თქმით, ამ მიზეზების გამო "საუბრები რაღაც დამატებით სამობილიზაციო ღონისძიებებზე შინაარსსაა მოკლებული".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×