რეზონანსი
07.12.2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე სუს-ის წარმომადგენელმა ცრუ ჩვენება მისცა.

დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ბრალდებული გოგაშვილიც ესწრებოდა, ორი ექსპერტი და სუს-ის წარმომადგენელი დაიკითხა.

"სუს-ის წარმომადგენლის ჩვენებიდან დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა, ეს იყო ცრუ მოწმე, რომლის მხილებაც პროცესზე მარტივად მოხდა. მან ყალბი პატაკი დაწერა და სასამართლოს ცრუ ჩვენება მიაწოდა.

იოსებ გოგაშვილმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რაც მისი დაკავების პროცესში და ასევე, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა.

იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტულ თანამშრომელს დაუსვა კითხვები, რაც დაცვის მხარეს დაგვეხმარა იმ ინფორმაციის მიღებაში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია" , - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×