რეზონანსი
07.12.2022

"ხალხის ძალა" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან და ელჩისგან განმარტებებს ითხოვს. საუბარია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტზე, რომლის გამარჯვებულებიც ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობასა და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობაზე საუბრობენ.

ამასთან, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელს სოზარს სუბარს სურს ევროკავშირის ელჩისგან მიიღოს პასუხი, თუ რატომ აფინანსებს იმ ორგანიზაციის პროექტს, რომელსაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა უნდა. 

"როდესაც NGO წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომ საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმი, ეს ბუნებრივია მათი გამოხატვის თავისუფლებაა. მაგრამ როდესაც ისინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ამბობენ ამას და ამბობენ, რომ საქართველოში არის ავტორიტარიზმი, ავტოკრატიული რეჟიმი და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს აუცილებლად და თითქოს ეს არის ამ პროექტის მიზანი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ევროკავშირის ელჩის პოზიცია. ეთანხმება თუ არა ამას და თუ არ ეთანხმება ღიად უნდა გამოხატოს და გვითხრას რატომ აფინანსებს პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში ხელისუფლების შეცვლა,"-აცხადებს სოზარ სუბარი.

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – "ეს ქვეყანა შენიას" წლევანდელი გამარჯვებული, აჭარიდან 5 ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფია, რომლებიც აჭარაში ტრენინგებს ატარებენ. ერთ-ერთი გამარჯვებული ნიაზ ჩიტიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავარი გამოწვევა ავტორიტარული რეჟიმია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×