რეზონანსი
07.12.2022

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ პარტია არის ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად. 

ასევე, ლევან ბეჟაშვილი არ მალავს იმასაც, რომ თუ ექსპრეზიდენტის მიმართ არ იქნება "ობიექტური" გადაწყვეტილება მიღებული, პარტია მზადაა გადავიდეს რადიკალურ მოქმედებებზე. 

"ჩვენ ვართ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად, მათ შორის თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, გადავიდეთ რადიკალური მოქმედებაზე, თუმცა ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. რადიკალურ მოქმედებებში შედის ყველა ის კანონიერი საშუალება, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით და კანონმდებლობით. მოლოდინი ამ ეტაპზე გვაქვს ერთადერთი, რომ ხელისუფლება აიღებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ყველა ქმედება უნდა იყოს კოორდინირებული, როგორც პარტიის შიგნით ისე ექსპრეზიდენტთან და მის ოჯახთან. 

"თუ სასამართლო ჩატოვებს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, ქუჩის პროტესტს არ ექნება ალტერნატივა. ეს ჩემი პოზიცია იყო და ეს პროცესი უნდა წარიმართოს, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიგნით კოორდინირებით, ისე მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახთან კოორდინირებით,"- აცხადებს გიორგი მუმლაძე. 

შეკრება "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეობის კანდიდატის გარეშე გაიმართა. ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არ ესწრებიან. შეკრებაზე მათი წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი მივიდა, რომელიც განმარტავს, რომ ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში იმყოფებიან და 9 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ხვდებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×