რეზონანსი
07.12.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილს აკრძალული წამლებით მკურნალობდნენ.

"მიღებული მაქვს წერილები FDI-დან, ჯანმოდან, რომ აკრძალული წამლებით ხდებოდა მისი მკურნალობა. არის იმ წამლებიდან რამდენიმე წამალი, რომელი მსოფლიოში აკრძალული წამალია და წესით, არ უნდა მიეღო. მაგალითად, ამერიკაში ამჟამადაც ცოლ-ქმარი სასჯელს იხდის ერთ-ერთი წამლის გაყიდვისთვის. რუსული წამლებით მიდიოდა ძირითადად მისი მკურნალობა. 

თუ პატიმარი უარს ამბობს საჭმელზე, ანუ შიმშილობს, მაშინ პატიმარი გადაჰყავთ სხვა ოთახში, სხვა პირობებში და შიმშილობის რეჟიმზე მყოფი პატიმარი ჰქვია ამას. მსგავსი რამ ავადმყოფობის ისტორიაში, ჩანაწერებში, ჩვენ რასაც გავეცანით, არ არსებობს. 3 სხვადასხვა ისტორიაა. გასაოცარია, მაგრამ 3 სხვადასხვა ჩანაწერია. და სამივე ჩანაწერში მსგავსი რამ არ არის",- ამბობს ხაჭაპურიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×