რეზონანსი
07.12.2022

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

,,რით არის დაავადებული სააკაშვილი?

ნაცები ძალაუფლების დაბრუნებისკენ გიჟურ და დაუცხრომელ სწრაფვაში ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს იყენებენ – დაწყებული არჩევნების შედეგების ბოიკოტიდან, გაგრძელებული პარლამენტის აღების მცდელობით, შარლ მიშელის შეთანხმებაზე მანიპულირებით, ევროკავშირის წევრობის სტატუსზე პარაზიტირებით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობით თუ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სიკვდილით ვაჭრობით.

რა სიტყვებით თუ ქმედებებითაც არ უნდა შეფუთონ თავისი მოქმედებები, ვერაფრით ვერ იმალება ნაცების სიტყვისა და საქმის მთავარი არსი – ძალაუფლების დაბუნებისაკენ ავადმყოფური ლტოლვა.

აბა სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ როდესაც შენი ქვეყნის მეომარი ბიჭები საქართველოს მიერ წარმოებულ თავდაცვით ომში იღუპებიან, შენ აქ ცეკვა-თამაშს მართავ, ხოლო როდესაც ჩვენი მეომრები სხვა ქვეყნის დაცვის დროს იღუპებიან, მოითხოვ საქართველოს შავ თალხებში შემოსვას.

როგირ უნდა დეგრადირდეს ფსევდო ოპოზიციის კუთვნილი მედია და მისი ჟურნალისტის ავადმყოფური ფანტაზია განაცხადოს („ჰალსტუხიან ხვლიკად“ წოდებულმა გიორგი თარგამაძემ), „მშვიდობა“ რუსეთუმეთა კოდური სიტყვააო.

ამ ლოგიკით, განცხადების ავტორი და მისი მომწონებლები,თვითონვე აღიარებენ, „ანტირუსების“ და „მედასავლეთეების“ (როგორც ისინი ეძახიან საკუთარ თავს) კოდური სიტყვა ყოფილა „ომი“.

სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, ძალაუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლის მიუღებელი მეთოდებისა და საშუალებების მრავალფეროვან პალიტრაში გაჩნდა ახალი-სააკაშვილის წნევის, ჭამის მადის თუ კუჭის მოქმედების ამსახველი “დრამატული”ინფორმაციები, რომელიც, ბოლო ერთი წელი განაპირობებს პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ერთი წელია სამედიცინო დასკვნის გარეშე გვესმის სააკაშვილის, გაუგებარი, ხელოვნურად დამძიმებული დაავადებების შესახებ (სუნი ასდის, ვერ ჭამს, ვერ მეტყველებს და ა.შ). ათასი გამოგონილი ტყუილების მიზანი ნათელია – უნდა დახატულიყო სურათი, რომ „ხელისუფლება სააკაშვილს კლავს, წამლავს, აწამებს,პუტინის დავალებას ასრულებს“. „პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვა ქართველების ღირსების საქმეა“ და ა. შ.

ბუნდოვანებას ნათელი მოფინა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ, რომელმაც განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია“.

ანუ სააკაშვილის ერთადერთი დაავდება ყოფილა ის, რომ პატიმრობას ვერ ეგუება, რის გამოც აქვს სტრესი. მიზანმიმართულად არ ჭამს საჭმელს, წონაში იკლებს და კახექსიურია. „კახექსია წონის განლევას ნიშნავს. მისი მდგომარეობა ისეთ დონემდეა მისული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს. პირველ რიგში, კახექსია რთულდება ხოლმე სისხლდენებით, შეიძლება განვითარდეს ინსულტიც, ინფარქტიც. პაციენტს ურთულდება ორგანიზმში არსებული სუსტი წერტილი. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ინტენსიურ თერაპიას, რეანიმაციულ ღონისძიებებს, რისთვისაც “ვივა მედი”, რა თქმა უნდა, არის მზად, როგორც ყველა მრავალპროფილური კლინიკა. ჩვენს პირობებში მისი განკურნება არის შეუძლებელი, ამიტომ მივეცით რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნებოდა, რაღაც დროით მოხდეს სასჯელის გადავადება ან და სადმე იქნას გადაყვანილი. რაღაც პერიოდი აქაურობას მოშორდეს, ვიდრე ბოლომდე არ განიკურნება“. ექიმს არ უთქვამს და როგორც სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, მრავალტომიან საქმეში არ დევს სამედიცინო დასკვნა, რომელიც მისცემს საშუალებას მოსამართლეს გამოიყენეს ან ერთი (სასჯელისგან განთავისუფლება) ან მეორე (სასჯელის გადავადება) შეღავათი.

მოკლედ, სააკაშვილს აქვს ძალაუფლების ნოსტალგია, არ მოსწონს დღევანდელი სტატუსი და ამ ნიადაგზე აქვს სტრესი. აქედან გამომდინარე, რადგან ის ვერ ეგუება პატიმრობას და აქვს დეპრესია, მის გარემოცვას

უნდათ ის ამ სტრესულ გარემოს განარიდონ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სააკაშვილმა პატიმრობის პერიოდის 80% საპატიმროს ნაცვლად საავადმყოფოში გაატარა.

მოკლედ, საქართველოს პენიტენციური სისტემის ნოუჰაუ უნდა დამკვიდრდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომ თუ მსჯავრდებული პატიმრობას ვერ ეგუება აქვს სტრესი და დეპრესია, ის არათუ ციხეში, საავადმყოფოშიც არ უნდა განათავსონ. ის აუცილებლად პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ, რადგან ამ სტრესმა შეიძლება სხვადასხვა დაავადებების გართულება და ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობამდე მიყვანა გამოიწვიოს.

მოკლედ, თუ ყველა თანასწორია და კანონი ყველასთვის ერთია, მომავალში ასე უნდა მიუდგეს პენიტენციური სისტემა ყველა პატიმრის მოთხოვნილებებს. მით უმეტეს, თუ ის წონაშიც დაიკლებს, თმებიც გაუთეთრდება და თმის ცვენაც კი დაეწყება.

მართალია, საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ 100 ათასი მხარდამჭერის შეკრება და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იყო, რის გამოც ის საერთოდ არ ფიქრობდა ციხეში მოხვედრას, მაგრამ მოსახდენი მოხდა და ახლა ის მზად არის ციხიდან თავის დაღწევის მიზნით ყველაფერზე წავიდეს და საქართველოსკენ აღარც გამოიხედოს.

ამისთვის ოფიციალლური ლობისტებიც დაიქირავა დედამისმა და უკვე დაიწყო დასავლეთის პრესაში შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, მას აწამებენ, უსამართლოდ ეპყრობიან და ა. შ. მიზანი საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების გზით მისი იძულებაა, რომ სააკაშვილის მიმართ არ აღსრულდეს მართლმსაჯულება. იმედია, ხელისუფლება ამ ზეწოლას არ დაექვემდებარება და იმოქმედებს მართლმსაჯულების, კანონიებებისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.” - წერს ნანა კაკაბაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×