რეზონანსი
06.12.2022

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს 2023 წელს 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება მიიღოს.

მანამდე უნგრეთმა უკრაინისათვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო.

„[ევროკავშირის] წევრი სახელმწიფოები მზად არიან, იმუშაონ იმისთვის, რომ ეს თანხა უკრაინამ იანვრიდანვე მიიღოს. უკრაინა ომშია და მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა სახელმწიფომ შეაფერხოს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა", - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიჰალი ვარგამ დაადასტურა მისი მთავრობის წინააღმდეგობა უკრაინისათვის ევროკავშირის სესხის გაცემასთან დაკავშირებით.

უნგრეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინისათვის ევროკავშირის ერთობლივი სესხის გაცემაში, თუმცა ოფიციალურმა ბუდაპეშტმა აღნიშნა, რომ უკრაინას დახმარებას ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში გაუწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×