რეზონანსი
06.12.2022

ჩვენი ქვეყნის  წლობით გადაუჭრელი პრობლემა  ინფლაცია და ფასების ზრდაა. არაერთხელ გაჟღერებულა, რომ აუცილებელია იმპორტშემცვლელი პროდუციის წარმოება, რათა პროდუქტების მხრივ თვითკმარი მოსავლის მიღება მაინც მოვახერხოთ. ბევრი ექსპერტი ამ საკითხს კრიტიკის კუთხით უყურებს და განმარტავს: საჭიროა არა იმპორტშემცვლელი პროდუტების მოყვანა-წარმოება, არამედ ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც ექსპორტზე გავა და კონკურენტუნარიანი იქნება სხვა ქვეყნის მიერ წარმოებულ პროდუციასთან.

ამ საკითხის გადაჭრისათვის ჯერ არავის შემოუთავაზებია კონკრეტული გეგმა ან ფართომასშსტაბიანი ინიციატივა.

3 დეკემბერს ამ კუთხით საიმედო  ნაბიჯები გადიდგა, კერძოდ  „Radisson Blu Iveria“-ში გაიმართა

კონფერენცია და  „საქართველოს სათემო კავშირი“-სა და ებრაულ კომპანია “Alecom group” შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

„საქართველოს სათემო კავშირი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც შეძლო ათასობით წევრი გააერთიანებინა  და  მიზნად დაისახა საქართველოში ე.წ. <ჭკვიანი სოფლის> პროგრამის განხორციელება.

„საქართველოს სათემო კავშირი“ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წლებია  სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობს, კერძოდ: სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან, რომლის ხელმძღვანელი ილია თამარაშვილია  და ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

ის, რომ სოფლის მეურნეობის დარგი ერთერთი პრიორიტეტულია  და ამ დარგში საგანმათლებლო საქმიანობა სხვა უფრო მაღალ ხარისხშია ასაყვანი,  ეს უდავოა.

იმედი ჩაგვესახა, რომ სწორედ საგანმანათლებლო მიმართულება დაძლევს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რაც დღეს ქართული სოფლის წინაშე დგას. 

,,საქართველოს სათემო კავშირმა“ კომპანია “Alecom group”-თან ერთად შეიმუშავა პროქტი, საგანმანათელბლო-სამეცნიერო ცენტრის კოპლექსის მშენებლობისთვის, სადაც გადამზადდება სოფლის-მეურნეობაში ჩართული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს  ქართულ სოფლებში თანამედროვე ინოვაციური ტექნიკისა და ტენილოგიების შემოსვლა-დანერგვას.

ვიმედოვნებთ,  რომ  ჩვენი ხელისუფლება, ეკონომიკური გუნდი სოფლის მეურნეობის სამინისტროსტრო  გულისყურით მოეკიდება ამ ახალ ინიციატივასა და წამოწყებას,რომელიც „საქართველოს სათემო კავშირის“ დამფუძნებლებმა 10 წლის მანძილზე , ენთუზიაზმითა დაუღალავი შრომითა და სუფთა ხელებით, ყოველივე ზემოთაღნიშნული   დღევანდელ დღემდე  მოუტანა  ქვეყნის მოსახლეობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×