რეზონანსი
06.12.2022

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში ბახმუტში მიმდინარე ბრძოლებზე წერს. ამერიკელი ექსპერტების თქმით, რუსული ძალები ბახმუიტს მიმართულებით ნელ-ნელა მიღწევებს აგრძელებენ, თუმცა ქალაქისთვის ალყა ჯერჯერობით არ შემოურტყამთ. გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ავდიივკა-დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს.

ISW უკრაინულ წყაროებს ეყრდნობა და წერს, რომ რუსული მცირე თავდასხმის ჯგუფები, 15-20 კაციანი პერსონალით ცდილობენ შეაღწიონ უკრაინის ხაზებში.

დოკუმენტში ასევე საუბარი შეეხო 5 დეკემბერს უკრაინაში განხორციელებულ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს. ISW წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, დასავლეთის მიერ მოწოდებული სისტემების დახმარებით, შეამცირეს რუსეთის ფედერაციის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის დარტყმები, რუსული თავდასხმის მცირე პროცენტი უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ანალიტიკოსები ასევე წერენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები უკმაყოფილო არიან მოსკოვის უუნარობით, აღკვეთოს უკრაინული დარტყმები რუსეთის სტრატეგიულ საჰაერო ბაზებზე, რომლებიც მდებარეობს რუსეთის უკანა ნაწილში, უკრაინის პოზიციებიდან 700 კილომეტრის დაშორებით.

ისინი მოუწოდებენ სამხედრო ხელმძღვანელობას, დაუშვას მასიური საპასუხო დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ და გააძლიეროს კონტრტერორისტული ზომები რუსეთის ტერიტორიაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×