რეზონანსი
05.12.2022

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული რეალიზებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, სააკაშვილი კინიკა „ვივამედში" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც იცით, უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ.

ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად რეალიზებული იყოს, ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა, იმისთვის, რომ შემდეგი გართულებების რისკი გამორიცხულიყო, ის გადაყვანილი იყო კლინიკა „ვივამედში" და ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე, ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება, ასე გაგრძელდება შემდეგშიც", - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„ზოგადად, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ეს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. ჩვენ ასევე, ვიხილეთ ადვოკატის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ დასკვნა კონფიდენციალური იქნებოდა, რომელიც სასამართლოს წარედგინებოდა და არავის ექნებოდა მასზე წვდომა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც „ყოვლისმცოდნეები" არიან და საუბრობენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საკუთარ შეფასებებს აკეთებენ, რაც რა თქმა უნდა, მართებული არ არის და არც ბოლომდე მორალური და ეთიკური, როცა ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×