რეზონანსი
05.12.2022

"ნაცმოძრაობა", რადიკალური ოპოზიცია და კონკრეტული პირები სააკაშვილის მდგომარეობას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ - რამდენად ცუდად არის და ჯანმრთელობის სისტემას შეუძლია თუ არა უზრუნველყოს მისი მკურნალობა, ამაზე პროფესიონალურ აზრს უნდა მოვუსმინოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე კომპეტენტურ სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

"სააკაშვილის თემით სპეკულირება დაგეგმილი იყო, როცა იგი უკანონოდ კვეთდა საზღვარს, როცა უკრაინიდან ვერ მოახდინა რევოლუციური პროცესის განვითარება, რაზეც ინტენსიურად ლაპარაკობდა, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ. მისი ჩამოსვლა, დაკავება, შიმშილისკენ, თვითდაზიანებისკენ მოწოდება - ეს ყველაფერი არის ინდიკატორი იმისა, რომ "ნაცმოძრაობა", რადიკალური ოპოზიცია და კონკრეტული პირები იყენებენ მის მდგომარეობას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, სააკაშვილის ფაქტორი, მისი ცუდად ყოფნა სწორედ ამ მიზნით არის გამოსაყენებელი, მათი აზრით.

რამდენად ცუდად არის და ჯანმრთელობის სისტემას შეუძლია თუ არა უზრუნველყოს მისი მკურნალობა, ამაზე პროფესიონალურ აზრს უნდა მოვუსმინოთ და არა პოლიტიკურ განცხადებებს. თვითონ ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსებს ეკითხებიან ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე, არის სწორედ დადასტურება მცდელობისა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცენ ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მუშაობს სისტემა - არსებობს სამედიცინო კომპეტენტური დასკვნა, რომელიც გადაეცემა სასამართლოს განსახილველად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამაზე, იმ პრაქტიკის და კანონის მიხედვით, რომელიც საქართველოში, როგორც ბევრ მოწინავე დემოკრატიაში არსებობს, ამის შესახებ წინასწარ ვერ გეტყვით. წინასწარ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვინ გამოეშვათ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, იცოდა სააკაშვილმა, იყო ასეთი დრო, დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×