რეზონანსი
05.12.2022

ევროპელებისთვის გაუგებარია, როდესაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, მათთვის ეს აღიქმება, როგორც პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საარჩევნო კოდექსში გაწერილ ცვლილებებზე სკეპტიკური განცხადებებიც გაკეთდა წინასწარ ოპოზიციის მხრიდან და არ აღმოჩნდა მართებული. სინამდვილეში, წინასწარი დასკვნებით, პოზიტიურადაა შეფასებული ძირითადი ცვლილებები განსაკუთრებით, რომელიც ელექტრონული დათვლის მექანიზმების შემოტანას და არჩევნების დღეს კომისიების დაკომპლექტებას ეხება. ეუთო/ ოდირთან და ვენეციის კომისიასთან განიხილება თითოეული რეკომენდაცია, რომელიც გამოიგზავნება. ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ აირჩია იზოლაცია და პოლიტიკური ოფსაიდი, ისევ ამ ოპოზიციაზე აისახება უარყოფითად. ევროპელებისთვის გაუგებარია, როდესაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, მათთვის ეს აღიქმება, როგორც პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და რეალურადაც ასეა", - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×