რეზონანსი
03.12.2022

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიტსაბჭო ჩანიშნულია და შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდება.

დეკანოიძის განცხადებით, არჩევნების თარიღი პოლიტსაბჭოზე გადაწყდება.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, რომ ჩვენი პარტია გაძლიერდეს, თუმცა, ეს არ იყოს მხოლოდ ხმამაღალი სიტყვები, არამედ ეს იყოს სიტყვები, რომლებიც იქნება განმტკიცებული იმ საქმიანობით, რომლითაც ყველა დაკავდება. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების შემდეგ, ჩვენ ეს პროცესი უნდა გავიაროთ ისე, რომ ნაკლები ზიანი მიიღოს აქედან პარტიამ იმიტომ, რომ ეს არ არის სუბიექტური აღქმის პროცესის გამოაშკარავება. ეს არის პროცესი და მასში პასუხისმგებლობა ყველასია, მათ შორის, ჩემი.

განსხვავებული მოსაზრებები სულ გვაქვს ჩვენ პარტიაში და ამაზე პრობლემას მე ვერ ვხედავ, მთავარია, ღირსეული პოზიცია ჰქონდეს ყველას. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეგობრებს ვერ ვყოფ მხარეებად და ვერც დავყოფ იმიტომ, რომ ესენი არიან ჩემი მეგობრები, ესენი არიან ჩემი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მე ბიძინას წინააღმდეგ მთავარ იარაღად მიმაჩნია დღემდე", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×