რეზონანსი
03.12.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაცლილია ყოველგვარი ინტელექტუალური რესურსისგან, ღირებულებებისა და ფასეულობებისგან, პარტია გაკოტრებული პოლიტიკური დაჯგუფებაა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს კლანების ბრძოლა და ეს ბრძოლა არის მხოლოდ ერთი მიზნით, რომ უზრუნველყონ პირადი კეთილდღეობა. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, სხვა მოტივები არ აქვთ, ვინაიდან პარტიას რაიმეს მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს.

„ცხადია, ჩვენთვის არანაირად არ არის საინტერესო, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში". ვიცით, რომ ეს პარტია დაცლილია ყოველგვარი ინტელექტუალური რესურსისგან, ღირებულებებისა და ფასეულობებისგან. ვინმეს თუ კიდევ სჯეროდა, რომ ქვეყანაში ამ პარტიას რაიმე რესურსი გააჩნდა, ამ პროცესებიდან გამომდინარე, ისიც საბოლოოდ დარწმუნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე გაკოტრებული პოლიტიკური დაჯგუფებაა. ერთი მხრივ, კრიმინალური, ვინაიდან ისინი სულ ოლიგარქიული სახსრებით ფინანსდებიან და ამავე დროს, მათ თითოეულ ლიდერს აქვს კრიმინალური ისტორია. ფაქტობრივად, ისინი ახლა იმ ამომრჩეველზე ნადირობენ, რომელიც რეალურად არც ჰყავთ. „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს კლანების ბრძოლა და ეს ბრძოლა არის მხოლოდ ერთი მიზნით, რომ უზრუნველყონ პირადი კეთილდღეობა. სხვა მოტივები მათ არ აქვთ, ვინაიდან პარტიას რაიმეს მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი არის შიდაპარტიული რესურსები და მოხდეს საკუთარი ოლიგარქიული რესურსების გადანაწილება, ამ გადანაწილებაზე ჰქონდეთ კონტროლი. ამიტომ, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, რითაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ უფრო ობიექტურად და სამართლიანად, ასევე ძალიან მკაცრად შეაფასებს მათ ასეთ პირადი მიზნებიდან საქმიანობას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×