რეზონანსი
02.12.2022

ევროკავშირი საბოლოოდ შეთანხმდა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ევროკავშირში პოლონეთის მუდმივ წარმომადგენელზე ანჯეი სადოსსა და ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ევროკავშირის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ თავიდან რუსულ ნავთობის ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვარი 60 აშშ დოლარს შეადგენს და ყოველი ორი თვის განმავლობაში ხელახლა გადაიხედება, რომ საბაზრო ფასზე 5%-ით იაფი იყოს.

ამ ზომას ევროკავშირი G7-ის ქვეყნებთან ათანხმებს, რომლებიც იყვნენ ფასზე შეზღუდვის იდეის ავტორები. როგორც მოსალოდნელია, G7-ის ოფიციალური განცხადება კვირამდე იქნება გამოქვეყნებული.

ცნობისთვის, ბრიუსელში რუსულ ნავთობზე ზედა ზღვარის დაწესების შესახებ მოლაპარაკებები ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები არ ეთანხმებოდნენ ძალიან მაღალ ფასს, ვინაიდან, მათი თქმით, მას ეფექტი არ ექნებოდა.

ამას გარდა, 5 დეკემბრიდან ძალაში შედის ევროკავშირის ემბარგო რუსული ნავთობის იმპორტის უდიდეს ნაწილზე, ამიტომ ზედა ზღვარი რეგიონს მიღმა მყიდველებზე გავრცელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×