რეზონანსი
02.12.2022

ჩეხეთის რესპუბლიკის და საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ქართულ მედიასაშუალებებში ბოლო დროს გავრცელებულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.

„ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და უკავშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას, რადგან ელჩი საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით იცნობს და აფასებს.

მხარეებმა განიხილეს ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები ამოწურულია და ეს თემა შემდგომ განხილვას აღარ იმსახურებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე, ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩის დაბარების მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×