რეზონანსი
02.12.2022

ასპიძაში, სარემონტო სამუშაოებისას, კაცს დენმა დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

შემთხვევა ასპინძის ცენტრში მოხდა, როდესაც კომპანია "სერვის ნეტის" თანამშრომელი სამუშაოებს აწარმოებდა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ დაბის ცენტრში მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს ბოძის გამოცვლის დროს შეეხო.

"ცვლიდნენ ბოძს, ძალიან ახლოს იყო ჩვენი მაღალი ძაბვის ხაზთან, ამან გამოიწვია ჩვენი ფიდერის გათიშვა. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას არ გვაქვს, დაუკავშირდით „სილექნეტს". ჩვენ ველოდებით ექსპერტიზას", - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გამოცემასთან საუბრისას.

ასპინძის კლინიკის მორიგე ექიმის თქმით, 45 წლამდე კაცი კლინიკაში სხვადასხვა სახის დამწვრობით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ამჟამად პაციენტი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მომხდარი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×