რეზონანსი
02.12.2022

შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს გამოეხმაურა. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„ეს არის შეკვეთილი სტატიები, იმისთვის რომ ეს საქმე გასცდეს სამართლებრივ და სამედიცინო ჩარჩოებს და გახდეს პოლიტიკური საკითხი. სამართლებრივი კუთხითაც, არ მგონია საერთოდ რაიმე საკითხი არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვს მას ორ საქმეზე მისჯილი სასჯელი, რომელიც მისჯილი აქვს. სტრასბურგის სასამართლომაც ზუსტად იგივე თქვა, რაც საქართველოს სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე. ასე რომ, ახლა მთავარია ყველა დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. თუმცა გიული ალასანიამ უარყო, რომ ის ლობისტური კომპანიაა. მისი მტკიცებით, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.

ამასთან, გიული ალასანიას მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ უცხოურ ონლაინ პლატფორმაზე პირველი შეკვეთილი სტატია გაჩნდა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×