რეზონანსი
02.12.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ნიმუშები აიღეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი ნიმუშების აღებას დათანხმდა. თუ როგორია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, რომ აღნიშნულზე ის ვერ ისაუბრებს.

„მიხეილ სააკაშვილი რა თქმა უნდა, ვნახე, მაგრამ მე იურისტი ვარ და მის სამედიცინო სტატუსს ვერ შევაფასებ.

ნიმუშები ავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა გამოთქვა და შემდეგ, ამ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ. მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია", - განაცხადა კაკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×