რეზონანსი
01.12.2022

მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანია დაიქირავა.

"კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც გიული ალასანიამ ლობისტურ კომპანია "გლობალ პოინტთან" გააფორმა. კომპანიამ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მისიით გადაყვანას უნდა გაუწიოს პიარ-კამპანია. კონტრაქტის ღირებულება 30 თასი დოლარია, თანხის ნაწილი - 15 000 კი უკვე გადახდილია. ამ თანხას ემატება სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება, რომელიც 400 დოლარამდეა, ასევე საადვოკატო ჰონორარი და სხვა ხარჯები.

დოკუმენტის თანახმად, ლობისტებს ევალებათ მედიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, კონტაქტი ლიდერებთან და გავლენიან პირებთან.

"გლობალ პოინთმა" უნდა შეიმუშაოს საკვანძო მესიჯები, მოაწყოს ბრიფინგები და სხვადასხვა შეხვედრა. კომპანია გეგმავს აკერმანის იურიდიულ გუნდთან თანამშრომლობასაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×