რეზონანსი
01.12.2022

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ აფრთხილებს.

,,30 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N7-თან , წყალმომარაგების ქსელზე გადაერთების  სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 30 ნოემბერს 22:00 საათიდან 1 დეკემბრის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

კრწანისის ქუჩას ჩიხებით, შესახვევებითა და გასავლებით, მეფე სოლომონ II ქუჩას და I, II შესახვევს, კახა კაციტაძის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 75-133 (კენტებს), ალიოშა ჯაფარიძის, წინანაურის, გიორგი გურამიშვილის (გორგასლის გასასვლელი) I, II შესახვევი; გიორგი გურამიშვილის (გორგასლის შესახვევი) N 13-19 (კენტებს), გორგასლის N 71(ნიუ ჰოსპიტალი) ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×