რეზონანსი
30.11.2022

თავისუფლების მოედანზე თბილისის ახალი საახალწლო სლოგანი - "მშვიდობის ქალაქი" გააპროტესტეს. მოქალაქეების განცხადებით, ისინი მერიას 9 დეკემბრამდე აძლევენ ვადას, რომ სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" სხვა სლოგანით ჩაანაცვლოს.

აქციის მონაწილეების მერიას სთავაზობენ ჩაატარონ გამოკითხვა, თუ რა სლოგანი შეიძლება იყოს მისაღები თბილისის მოსახლეობისთვის. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა ფერაძის განცხადებით, მორიგ აქციას 9 დეკემბერს გეგმავენ.

"დღეს ეს არის გამაფრთხილებელი აქცია მერიისთვის. მერიას ვთავაზობთ პირველად მოუსმინოს ხალხის ხმას. კახა კალაძეს კატეგორიულად ვთავაზობთ მოხსნას სლოგანი "მშვიდობის ქალაქი". ჩაატარონ გამოკითხვა, თუ რა სლოგანი შეიძლება იყოს მისაღები თბილისის მოსახლეობისთვის.

ვაანონსებთ აქციას 9 დეკემბერს, იმ დღეს როცა საახალწლო განათება ინთება. ვიტოვებთ იმედს, რომ მერია გამოცვლის ამ სლოგანს და აქ არ იქნება ეს სამარცხვინო სლოგანი, რომელიც უკრაინელი ხალხის დაცინვაა. მერია , მოგმართავთ 9 დეკემბრამდე გამოცვალოთ სლოგანი. ერთად შევარჩიოთ ისეთი სლოგანი, რომელიც მისაღები იქნება თბილისის მცხოვრებლების უმრავლესობისთვის. პირობას გაძლევთ 9 დეკემბრის შემდეგ ეს სლოგანი არ იქნება და იმედია ეს მოხდება მერიის ნებით და არ დაგვჭირდება უსიამოვნო ინციდენტების ჩატარება" , - განაცხადა ფერაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×