რეზონანსი
30.11.2022

გთავაზობთ, ერთ წლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ საქართველოში მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია], რომ მშვიდობა როცა გამოგვაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ, ისე, როგორც ჯვარი აღიზიანებდათ.

ეკლესიას იმდენად მტრობენ რომ ჯვარი აღიზიანებდთ. მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მათ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა აღიზიანებთ, რადგან ისინი არიან ომის პარტია. მათ აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში. ეს არის სურვილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს და იგივე სურვილი გვაქვს ჩვენ უკრაინელი მეგობრებისთვის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი" იქნება. კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი" წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×