
მივიჩნევ, რომ კონსენსუსი თუ გვინდა და მარტივი შეთანხმება, შანსი მხოლოდ იაგო ხვიჩიას აქვს,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„მე მივიჩნევ, რომ კონსენსუსი თუ გვინდა და მარტივი შეთანხმება, შანსი მხოლოდ იაგო ხვიჩიას აქვს. მაგრამ, ჯერჯერობით გაურკვეველია, რას შესთავაზებენ ერთმანეთს „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" იმისთვის, რომ შეიცვალონ პოზიცია",- აღნიშნა რაქვიაშვილმა.
სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გრძელდება. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 19 კანდიდატიდან მსჯელობა 8 კანდიდატზე გაგრძელდება და სწორედ 8 კანდიდატიდან ერთზე მოუწევთ პოლიტიკურ ძალებს შეთანხმება. ახალი ომბუდსმენის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.