რეზონანსი
29.11.2022

ჩვენ გვჯერა, რომ ნატოს კარი მომავალშიც ღია უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით, როგორც ეს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს ამ შენობაში გადაწყდა, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნაზე განაცხადა.

„რუმინეთი ნატოში გაწევრიანებიდან დღემდე ალიანსის აქტიური და პასუხისმგებლობიანი წევრია. რუმინეთი ერთგულია ალიანსის პრინციპებისა და ღირებულებების. რუმინეთს ნატოს მიერ წარმოებული ოპერაციების აქტიური კონტრიბუტორია და რეგიონში სტაბილობისა და უსაფრთხოების გარანტორი. 2008 წლის ნატოს სამიტის შემდეგ ბუქარესტი დღეს მეორედ მასპინძლობს ორგანიზაციის მაღალი დონის ღონისძიებას. ბუქარესტში პირველად ტარდება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

მოლდოვა, საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა მოწვეულები არიან მინისტერიალის სესიაზე. დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდებით. ვემზადებით ვილნიუსის 2023 წლის სამიტისთვის და ჩვენი პასუხისმგებლობაა მანამდე მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულება. შავ ზღვას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის, როგორც ეს ალიანსის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში აისახა. რუმინეთი ნატოს ღია კარის მხარდამჭერია. ჩვენ გვჯერა, რომ ნატოს კარი მომავალშიც ღია უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით, როგორც ეს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს ამ შენობაში გადაწყდა", - განაცხადა იოჰანისმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×