რეზონანსი
28.11.2022

ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

მისი თქმით, შემდეგ დასკვნაში ალბათ იქნება ჩანაწერი ჩაისა და ვარდების შესახებ ჩანაწერი.

„როგორც ჩანს, ამის სურვილი აქვთ 2003 წლის ისტორიის გამეორების. ამის სურვილს გამოთქვამენ ხოლმე ხმამაღლა, თუმცა მგონია, რომ ქვეცნობიერი ასეთ შეცდომას არ უნდა აშვებინებდეს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ცოტა მეტი მოეთხოვებათ, არა მარტო იმის გამო, რომ ყველაზე მდიდარი ენჯეოები არიან, არამედ იმიტომ რომ არ შეიძლება ისეთი რაღაცეების ჩაწერა, რაც გამხელს შენს სურვილებსა და ოცნებებში. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც სურვილებსა და ოცნებებზე უნდა იყოს. პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რატომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მსურველს პარლამენტში უკონტროლოდ შესვლის შესაძლებლობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მორიგი სადავო რეკომენდაცია. ორგანიზაციის მოსაზრებით, მოქალაქეებს საშვი არ უნდა სჭირდებოდეთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×