რეზონანსი
28.11.2022

მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის" ხელმძღვანელმა ნინო ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარასკევს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აღნიშნა.

„არც მანამდე და არც ერთხელ ჩვენ მიგვიცია ეტაპირებაზე თანხმობა. პარასკევს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აღნიშნა. შესაბამისი კვლევები დაინიშნა. დღეს და ხვალ ამ კვლევებს ჩავატარებთ. განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. რაც შეეხება გადაყვანას, ჩვენ არცერთ შემთხვევაში და არცერთ ეტაპზე სასამართლოში წაყვანისა და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მისი სუბიექტური აზრია. შესაბამისად, ის თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი, ხოლო სამედიცინო კუთხით, ჩვენ პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხს ვაგებთ. პაციენტი მკურნალობს კლინიკაში, თავისთავად ეს მომენტი, რომ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, გასვლის პროცესს გამორიცხავს. ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო",-განაცხადა ნადირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×