რეზონანსი
28.11.2022

ოპოზიციას არ სურს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ზოგი ღიად ამბობს ამას, ზოგი ნიღბავს ყურით მოთრეული არგუმენტით - არ მგონია, პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა აუცილებელი იყოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ვენეციის კომისიაში პროექტის გაგზავნას პროცესის გაჭიანურების მიზნით ითხოვს.

"მათი დამოკიდებულებაა არა ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სჭირდებათ, არამედ ის, რომ ვერ საუბრობენ ღიად იმ მიზეზებზე, რის გამოც არ უნდათ საერთოდ ამ კანონის მიღება და ამ მიმართულებით რეკომენდაციის შესრულება. ზოგი ამას ღიად იძახის, ზოგი ნიღბავს ყურით მოთრეული არგუმენტებით. ამაში ვგულისხმობ იმ არგუმენტებს, რაც სახელდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვენეციის კომისიაში გაგზავნას ითხოვენ მაშინ, როცა სამართლებრივი წინააღმდეგობის მიზეზი და ახსნა თვითონ წარმოდგენილი არ აქვთ. ვენეციის კომისიაში გაგზავნას მაშინ აქვს აზრი, როცა რაიმე საკვანძო საკითხზე არსებობს სამართლებრივი დისკუსია და სამართლებრივი საკითხი მოითხოვს შეფასებას კვალიფიციური სტრუქტურის მხრიდან, რომელი ასეთი სადისკუსიო საკითხი გახსენდებათ?აქედან გამომდინარე, პირადად ჩემი, როგორც იურისტის მოსაზრებაა, რომ არ მგონია დიდად აუცილებელი იყოს ამის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, თუმცა რომც გაიგზავნოს ან რომც არ გაიგზავნოს, ვერც ერთ შემთხვევაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×