რეზონანსი
28.11.2022

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გაორმაგდება და 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს. გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გავაორმაგოთ დახმარება. 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2 ათასი ლარი.

მანამდე გახსოვთ, ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ეს ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებზეც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×