რეზონანსი
27.11.2022

გიდასტურებთ, სანქციების მეცხრე პაკეტზე მიმდინარე მოლაპარაკებებსაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას. სანქციები უნდა გაგრძელდეს. ეს აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსიმ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან 9-თვიანმა ომმა მათ ძალიან ბევრი რამ ასწავლა.

მე ვემხრობი მიდგომას, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას და არ ვიყოთ კონფლიქტის მხარე. ეს არის ჩვენი მიდგომა, მაგრამ ჩვენ ძალიან ეფექტიანად ვეხმარებით უკრაინას. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ მივაწოდოთ უკრაინას ის იარაღი, რაც ყველაზე მეტად საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად.

გიდასტურებთ, სანქციების მეცხრე პაკეტზე მიმდინარე მოლაპარაკებებსაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას. სანქციები უნდა გაგრძელდეს. ეს აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. რაც შეეხება პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტებს, ველოდებით გამოძიებას, მაგრამ ვიცით, თუ ვინაა პასუხისმგებელი. ეს ყველასთვის ნათელია. პასუხისმგებელია ერთადერთი ქვეყანა და ეს სახელმწიფოა რუსეთი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვაძლიერებთ თავდაცვას, რადგან ასე უზრუნველვყოფთ მშვიდობას. ომის დროს ბევრი რამე სხვანაირად გადაფასდა და პრიორიტეტებიც შეიცვალა.

ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს. ძალიან ბევრი გაკვეთილი გვასწავლა 9-თვიანმა ომმა. რუსეთმა ამ ომში ვერაფერი გათვალა. რუსეთს ეგონა, რომ ბზარს შეიტანდა საერთაშორისო საზოგადოებაში და ეს არ მოხდა. დასავლური სამყარო ერთიანია და ეს კავშირი შენარჩუნდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს ნატოს ოჯახი იზრდება. 200 წლის შემდეგ ქვეყნებმა გადაწყვიტეს და ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. ეს არის ჩვენი პასუხი და ამ პოზიციას მტკიცედ შევინარჩუნებთ", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×