რეზონანსი
27.11.2022

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა იბრძვის ევროპისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპული დემოკრატიისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. საერთაშორისო კანონმდებლობა უკრაინის მხარეზეა, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსიმ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხად.

მან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„კრაინელები იბრძვიან და თან ძალიან თავდადებით საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, დავიცვათ უკრაინა და მხარი დავუჭიროთ ქვეყანას, რომელიც ომშია. უკრაინას უნდა დავეხმაროთ ფინანსურად, ეკონომიკის გაძლიერებაში და რაც მთავარია, უკრაინას უნდა მივაწოდოთ იარაღი. ევროკავშირი ეხმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები ვეხმარებით უკრაინას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ევროპიდან უკრაინას ლატვია ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას უწევს. მსოფლიოში პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა იბრძვის ევროპისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპული დემოკრატიისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. საერთაშორისო კანონმდებლობა უკრაინის მხარეზეა. მე არ ვიცი, როდემდე და რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში იმპერიალისტურ რუსეთისა და კრემლიდან მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაში", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×