რეზონანსი
07.10.2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების დაახლოებით, 20%-ით გაზრდა წელსაც შეძლეს.

მინისტრი ამბობს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ შევპირდით და 2023 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას 20%-ით გავზრდით. იცით, რომ მიმდინარე წელს ჩვენ მოვახერხეთ და დაახლოებით, 20%-ით და ზოგ შემთხვევაში მეტითაც გავზარდეთ ანაზღაურება.

ამ ყველაფერში კიდევ დადებითი ის არის, რომ ეს იქნება განგრძობითი პროცესი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ 2023 წელს ამით შემოვიფარგლოთ. სამხედრო მოსამსახურეებისთვის ანაზღაურებას ჩვენ 2024 წელსაც გავზრდით და ბიუჯეტს წლის განმავლობაშიც გადავხედავთ, თუ რის საშუალებას მოგვცემს ხარჯვითი ნაწილი", - განაცხადა ბურჭულაძემ „ქრონიკასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×