რეზონანსი
07.10.2022

მე ასეთ ცუდ მდგომარეობაში სააკაშვილი ჯერ არ მინახავს, ფეხზე ვერ დგება. ძალიან მალე საოპერაციო გახდება, ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა მთლიანად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა „ვივამედის" კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესს და სააკაშვილის მოწმის სახით დასაკითხად უკრაინაში გადაყვანას, გელბახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მიიღო.

„სამედიცინო ენაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არ მინდა ამაზე ვისაუბრო. 5 დღეა არ მინახავს და საგრძნობლად გაუარესებულია მდგომარეობა. ელოდება ამერიკელი ექსპერტის ვიზიტს, აქვს მოლოდინი, რომ მას შემოუშვებენ. ასევე შესაძლოა, ამ ექიმის რჩევით ამერიკაშიც წავიდეს სამკურნალოდ. მას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიიღო შესაბამისი დოკუმენტი. ველოდებით იუსტიციის სამინისტროს პასუხს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არ მგონია არ გახდეს კამათის საგანი", - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×