რეზონანსი
06.10.2022

იმისათვის რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნის პატარა ეკონომიკამ შეძლოს და მოახერხოს ბევრი რამ, პირველ რიგში საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, რასაც ყველას გისურვებთ, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ვიცე პრემიერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა დამ მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს რამდენიმე ინიციატივით მიმართა, რომლის განხორციელებაც, მისი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიასპორის პოტენციალის ჩართვის თვალსაზრისით.

ბექა ოდიშარიამ უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენებისთვის კონფერენციის გამართვის ინიციატივაზე ისაუბრა.

„კონფერენცია უნდა იყოს ინფორმატიული და ამ ადამიანების ინფორმირება, თუ რის შესაძლებლობას იძლევა ქართული სახელმწიფო ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის კუთხით. საქართველოში სულ სხვა შესაძლებლობებია მრავალი მიმართულებით, ბიზნესი თავისუფალია და გარემო ჯანსაღი. დარწმუნებული ვარ, თუკი მოვამზადებთ და შევთავაზებთ კონკრეტულ ბიზნეს პაკეტებს და პროექტებს, შედეგიც არ დააყოვნებს. ასეთი ღონისძიების გამართვის მოკლევადიანი მიზანი გახლავთ კონკრეტული ბიზნეს გარიგებები, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ის იქცევა ტრადიციად. ვისაც გააჩნია გარკვეული კაპიტალი, პირველ რიგში უნდა იყოს პატრიოტიზმის, ხოლო მეორე რიგში პრესტიჟის საგანი, რომ ფლობდეს ქონებას და ბიზნესს საქართველოში. საძირკველს უმყარებდეს საკუთარ ქვეყანას და ზურგს უმაგრებდეს საკუთარი ხალხის კეთილდღეობას", -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×