რეზონანსი
06.10.2022

რუსეთი რუსული პასპორტების მქონე უკრაინელებს ქვეყნიდან არ უშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხების სამინსტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, უკრაინელები რუსეთში ლატვიასა და ესტონეთთან საზღვარზე ორიდან ექვს დღემდე იმყოფებიან. ფილტრაციის სპეციალურ პუნქტებში კი მათ ამოწმებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტი თუ გააჩნიათ.

"ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეს რუსეთის ფედერაციის პასპორტი არ აქვს - მას უშვებენ. თუ ადგენენ, რომ უკრაინის მოქალაქეს რუსული პასპორტიც აქვს, ასეთ ადამიანს რუსეთიდან არ უშვებენ", - წერია რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყირიმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსული პასპორტი არ გააჩნიათ, უშვებენ სასაზღვრო პუნქტებზე. ლატვიასა და ესტონეთში უკრაინის საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ სასაზღვრო-გამშვები პუნქტები თავისუფლად გადაკვეთონ.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ საზღვარზე უკრაინელებს მოხალისეები ეხმარებიან.

"მათ, ვისაც არ უნდა ან არ შეუძლია ლოდინი, სთავაზობენ სხვა გამშვები პუნქტისკენ უფასო მგზავრობას. მაგალითად, რუსეთ-ყაზახეთის საზღვირსკენ, მანდედან ასევე შეიძლება სხვა ქვეყნებში გადასვლა", - წერია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×