რეზონანსი
06.10.2022

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, „პუტინი ვერ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას".

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ავსტრალიის ლოის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„ის ხვდება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეჭვი ეპარება, აქვს კი ვლადიმერ პუტინს საკმარისი კონტროლი რუსულ სამხედრო ოპერაციაზე, ტაქტიკური ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, „რუსებს უჭირთ კონტროლი ყველაფრის, რაც მათ ქვეყანაში ხდება, ისევე როგორც ვერ აკონტროლებენ ყველაფერს, რაც ბრძოლის ველზე ხდება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×