რეზონანსი
06.10.2022

ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კრიშიანის კარინიშმა აღნიშნა, რომ სამიტის უმთავრესი ამოცანა ევროპის ქვეყნების ერთად ყოფნაა.

„უმნიშვნელოვანესია ჩვენი, ევროპელი ლიდერების აქ ყოფნა ერთი მაგიდის გარშემო. ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკაზე. დღეს მე არ ველოდები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და არ ვფიქრობ, რომ ეს იყოს მიზანი. უმთავრესი ამოცანა ჩვენი ერთად ყოფნაა. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას და ეს გავლენა ეხება ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ენერგორესურსებზე ფასების ზრდას. ერთადერთი გზა და საშუალება გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს - ერთად დგომაა. ერთად არამარტო ევროკავშირი, არამედ ევროპული სახელმწიფოები. მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის აქ ყოფნა, განსაკუთრებით უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის კონტექსტში, - განაცხადა კრიშიანის კარინიშმა.

ჩეხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი გაიხსნა. დღეს და ხვალ პრაღაში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. დრო სხვა პრობლემური საკითხების განხილვასაც დაეთმობა. ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ამ ფორმატში პირველად იკრიბებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×