რეზონანსი
06.10.2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349 მოქალაქემ.

კერძოდ, IDFI-იმ რუსეთის მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა საქართველოს ბანკებში და აღნიშნავენ, რომ 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლა განიხილება. IDFI პერიოდულად სწავლობს და აქვეყნებს საზღვრის კვეთის და რუსეთის მოქალაქებიის საქართველოში დამკვიდრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს. ამჯერად, IDFI-ს მიერ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი და მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებთან. კერძოდ, წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია 2021-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საბანკო ანგარიშების გახსნის, საბანკო დეპოზიტებზე თანხის განთავსების, სესხების აღების და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემების ანალიზისას IDFI გამოთქვამდა ვარაუდს რომ, ჯერ კიდევ მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსეთის 42 ათასზე მეტი მოქალაქის ვიზიტი ნაკლებად იყო დაკავშირებული ტურისტულ მიზნებთან, ვინაიდან, მათ ქვეყანა არ დატოვეს მინიმუმ 1 თვის (30 ივლისის მდგომარეობით) დაყოვნების შემდეგაც. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის სავარაუდო შემთხვევებს, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნის თანმხვედრი მაჩვენებლები.

- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349 მოქალაქემ.

- ყოველთვიურად გახსნილი ანაგრიშების რაოდენობა 6 000 დან 10 000- მდე მერყეობდა.

- რისკის ზედამხედველობის AML ანგარიშგების ფორმების მიხედვით, მთლიანად საბანკო სექტორში 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტიურ ანგარიშს ფლობდა 28,221 რუსეთის რეზიდენტი პირი. ეს მაჩვენებელი 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 58,162-მდე გაიზარდა.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ მომდევნო ორ თვეში ახალი ანგარიშები გახსნა კიდევ 13,375 რუსთის მოქალაქემ, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 31 აგვისტოს მდგომარეობით აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 60 ათასს აჭარბებს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ; 31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მიახლოებით 60 ათასს აჭარბებს;

2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა;

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს;

საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან (2022 წლის 24 თებერვლამდე) შედარებით, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით (+ 170%) გაიზარდა;

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების მხოლოდ 26% წარმოადგენს ვადიან დეპოზიტებს, რაც ომამდე პერიოდში 60%-ს აღწევდა;

2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;

2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიუხედავად სესხების თანხის შემცირებისა 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×