რეზონანსი
06.10.2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, 44-მა ქვეყანამ, რომელიც მოწვეულია პრაღაში, გადაწყვიტა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, და ეს არის პირველი პოზიტიური სიგნალი.

„ვიზიარებთ ერთ კონტინენტს და ჩვენ წინაშეა საერთო გამოწვევები. პრაღაში გვაქვს საშუალება ყურადღება გავამახვილოთ, თუ როგორ შეგვიძლია თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, რათა გვქონდეს მეტი შესაძლებლობა, მეტი უსაფრთხოება და მეტი მშვიდობა, უსაფრთხოება. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო გამოწვევები მიგრაციისა და მობილობის თვალსაზრისით. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ფაქტი, რომ 44-მა ქვეყანამ, რომელიც მოწვეულია პრაღაში, გადაწყვიტა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, არის პირველი პოზიტიური სიგნალი. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ საკითხების შინაარსზე, რომელთა გადაწყვეტა ერთად უნდა მოხდეს", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×