რეზონანსი
05.10.2022

მარტვილის საკრებულოს წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია, სამართალდამცველებმა დღეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციას პოლიტიკოსის მეუღლემ თავად მიმართა. ოლგა ჩურკანოვა გოროზიას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს. "კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის, ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მალევე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

მარტვილში გოროზიების საცხოვრებელ მისამართზე "კურიერის" გადამღებ ჯგუფს არავინ დახვდა. მეზობლებისთვის კი, ფაქტი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

დაკეტილია დაზარალებულ ოლგა ჩურკანოვას მშობლების საცხოვრებელი სახლიც. სავარაუდოდ, პოლიციას ჩვენებები უკვე მისცეს ოჯახის ახლობლებმაც, თუმცა მედიასთან ამ თემაზე საუბარი არავინ ისურვა.

ფაქტს "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გამოეხმაურნენ. დეპუტატი ანი წითლიძე დეტალებზე არ საუბრობს. თანაპარტიელები მომხდარს გაუგებრობას უწოდებენ.

გაუგებრობა თუ ქალზე ძალადობა - ამას უკვე სასამართლო გაარკვევს. ოლგა ჩურკენოვას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. მას სახის არეში ხილული დაზიანებები აღენიშნება.

"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის თანამონაწილედ განიხილება მათი 18 წლის ვაჟიც. ბრალდებული, რომელიც წარსულში მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ძმაა. ის უკვე სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×