რეზონანსი
05.10.2022

ჩვენ როგორც თანათავმჯდომარეებს მიგვაჩნდა, რომ ამ რაუნდის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. გეოპოლიტიკური ვითარება მძიმეა, მაგრამ მით უმეტეს, ამ რთულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიის გაგრძელება, - ევროკავშირის საბჭოს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტიოვო კლაარმა განაცხადა.

„ბევრ ადამიანს ვხვდები, მაგალითად გალში და მათთვის ჟენევის მოლაპარაკება უსაფრთხოების განცდას ქმნის, რომ არ იქნება შეიარაღებული კონფლიქტი. ეს მომენტი თანათავმჯდომარეებისთვის დამატებითი არგუმენტი იყო გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ რაუნდის დასანიშნად. პროგრესია რომ შეხვედრა შედგა და ღიად გვქონდა აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. ეს სასარგებლო იყო", - აღნიშნა კლაარმა.

ჟენევაში მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია წარმოადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×